22/10/2020 22/10/2020 კუმურდო — X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარი, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ კუმურდოში. ისტორია ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება...
22 Οκτωβρίου, 2020 - 16:32
Τελευταία ενημέρωση: 22/10/2020 - 16:38

კუმურდოს ტაძარი – ახალი სიცოცხლე #GANATLEBA TV

Διαδώστε:
კუმურდოს ტაძარი – ახალი სიცოცხლე #GANATLEBA TV

კუმურდო — X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარი, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ კუმურდოში.
ისტორია
ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.

კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.

არქიტექტურა

კუმურდოს ტაძრის ინტერიერი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივიპატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს.

მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების – ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის — ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში – საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.

ამჟამად კუმურდოს ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.
კუმურდოს ტაძრის ეპიგრაფიკა

კუმურდოს ტაძრის წარწერები
ჯაბა ლაბაძის ფოტო

კუმურდოს ტაძრის წარწერა
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ვიკიციტატა
„შეწევნითა ღმრთისაითა, იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამისა ეკლესიისაი, ხელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაითა.“
ვიკიციტატა
„წმიდაო ეკლესიაო, შენნი მუშაკნი და ყოველნი მაშენებელნი შენნი დღესა მას საშჯელისასა დაიფარენ და შეიწყალენ.“
იოვანე ეპისკოპოსის წარწერა ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე (964წ.).

ვიკიციტატა
„ქრისტე, შეიწყალე იოვანე ეპისკოპოსი, ამისი მაშენებელი, დღესა მას.“

ვაჩე ერისთავის სააღაპე წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (964წ.).

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაჲთა. მე, იოვანე ეპისკოპოსმან დაუდევ დერ ახუსებაჲ აღაპად ვაჩე ერისთავსა, ვინ შეცვალოს კრულია ამით ხატითა, ჩემითა ჯუარითა.“
გოლიათის სააღაპე წარწერა (X-XI სს.).

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაჲთა. მე, გრიგოლ ეპისკოპოსმან დაუდევ აღაპად დერ ეგნატისა გოლიათისა; ვინ შეცვალოს – კრულია ამით ხატითა, ჩემით ჯუარითა.“
ზოსიმე კუმურდოელის წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (1027-1072)

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაჲთა. მე, ზოსიმე კუმურდოელმან შევმოსე საკურთხეველი, ბარძიმ-ფეხშუმი, ჯუარი და შევამკე ხატი ღმრთაებისაჲ ჴელითა დავითისაჲთა. დაუდევ სალოცველად ბვზობისა ე კირიელეისონითა; დეკანოზი შეუსუენებდეს წმიდასა სამებობისა შესუენებითა. კრულია ამით ხატითა, ვინ შეუცვალოს.“

წარწერები ტაძრის მინაშენის შესასვლელის ტიმპანზე (1511-1525)

ვიკიციტატა
„ისეუ ქრისტე, დიდებულ-ჰყავ ორთავე შინა ცხორებათა მეორედ აღმაშენებელი პატრონი ელისბალ, დედა მათი ქრისტინა, მეცხედრე მათი მარეხ, ძენი მათნი და ასულნი მათნი; ამინ.“
ვიკიციტატა
„ჯუარი ქრისტესი“
ვიკიციტატა
„ზოსიმე კუმურდოელსა შეუნდოს ღმერთმან, ამინ“
ვიკიციტატა
„ღმერთმან გალატოზსა მიქაელს შეუნდვენ“

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων