პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შობის დღესასწაული მიულოცა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ა.წ. 7 იანვარს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ,,ალილოობა“ მოეწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს საპატრიარქოსთან შეხვდა, დალოცა ისინი და საჩუქრები გადასცა. ძღვენი, რომელიც გზადაგზა შეგროვდა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებსა და საპატიმროებში გაიგზავნება. აღსანიშნავია, რომ ალილოს მსვლელობის ტრადიცია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით აღდგა და ათ წელზე მეტია საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ტარდება.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ტომოსის გადაცემის შემდეგ ეკლესიაში შეკრებილებს სიტყვით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ მიმართეს. ტომოსის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც. მან უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა….
საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ ,,მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუელს,” რაც ნიშნავს…
ა.წ. 4-5 იანვარს საქართველოს საპატრიარქოში საზეიმო მიღებები გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტარებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა და უბრალო მრევლმა. სტუმრებმა მის უწმინდესობას ქვეყნისთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. კათოლიკოს-პატრიარქმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ყველას და…
1 იანვარს გარდაიცვალა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ელისე (ჯავახიშვილი). მისი გარდაცვალების მიზეზი ახლა გავრცელებული გრიპის ვირუსი გახდა, გართულებული პნევმონიის დიაგნოზით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს კლინიკაში მკურნალობდა. მამა ელისე იყო გამორჩეული სულიერების მქონე ადამიანი, მარტყოფის მონასტრის ყველა სტუმრის და მომლოცველის მანუგეშებელი, დიდია ტკივილი ასეთ ადამინთან განშორებისა. უფალმა დააწესოს სული მამა ელისესი, სადაცა მართალნი…
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებო , ადმინისტრაციის თანამშრომლებო, სტუდენტებო , გილოცავთ ახალ 2019 წელს! გისურვებთ მშვიდობიან, უფლის წყალობითა და სიხარულით აღსავსე ახალ წელიწადს!
მძიმე წელი, – ასე აფასებს 2018 წელს კათოლიკოს-პატრიარქი პირველ არხთან ინტერვიუში. ილია მეორის თქმით, იმის მიუხედავად, რომ წლევანდელი წელი მძიმე იყო, მოსახლეობამ მოახერხა და ეს განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა. უწმინდესი მოქალაქეებს დამდეგ შობასა და ახალ წელს ულოცავს. 1tv.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. „ყველას მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს. წმინდა მეფე, დავით წინასწარმეტყველი ამბობს: მაუწყე მე უფალო გზა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი. ძალიან ხშირად, ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ…