06/03/2021 07/03/2021 ისრაელში ძველბერძნულ ენაზე შესრულებული 1500 წლის ქვის დაფა იპოვეს. წარწერა – “ქრისტე შობილი მარიამისგან”, განთავსებული იყო ტაძრის შესასვლელის თავზე. “ამ ფრაზას ქრისტიანები იყენებდნენ ავი თვალისგან, ძველი ბერძნული და რომაული წყევლისგან დასაცავად”, – წერს ინგლისური გაზეთი “Daily Mail” -ი. წარწერა აღმოაჩინეს ძველი, ულამაზესი ტაძრის გათხრებისას, რომელსაც ჰქონდა რთული გეომეტრიული ჭრილის მოზაიკით მოპირკეთებული იატაკი. იგი აშენებული იყო...
06 Μαρτίου, 2021 - 19:40
Τελευταία ενημέρωση: 07/03/2021 - 1:02

ისრაელში აღმოაჩინეს 1500 წლის წინანდელი წარწერა: “ქრისტე შობილი მარიამისგან”

Διαδώστε:
ისრაელში აღმოაჩინეს 1500 წლის წინანდელი წარწერა: “ქრისტე შობილი მარიამისგან”

ისრაელში ძველბერძნულ ენაზე შესრულებული 1500 წლის ქვის დაფა იპოვეს. წარწერა – “ქრისტე შობილი მარიამისგან”, განთავსებული იყო ტაძრის შესასვლელის თავზე.

“ამ ფრაზას ქრისტიანები იყენებდნენ ავი თვალისგან, ძველი ბერძნული და რომაული წყევლისგან დასაცავად”, – წერს ინგლისური გაზეთი “Daily Mail” -ი.

წარწერა აღმოაჩინეს ძველი, ულამაზესი ტაძრის გათხრებისას, რომელსაც ჰქონდა რთული გეომეტრიული ჭრილის მოზაიკით მოპირკეთებული იატაკი. იგი აშენებული იყო ბიზანტიურ ან ადრინდელ ისლამურ ეპოქაში, – იუწყება ბრიტანული გამოცემა.

შენობა ახალი გზის მშენებლობის დაწყებამდე აღმოაჩინეს. ისრაელის მთავრობა ითხოვს, არქეოლოგებმა და მოხალისეებმა ყოველთვის შეისწავლონ ტერიტორია, სანამ მშენებლობები დაიწყება.

ბიზანტიურ ეპოქაში წმინდა მიწაზე ბევრი ქრისტიანული ეკლესია-მონასტერი აშენდა. აღნიშნული ტაძრის ნაშთები ისრაელის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ეტ-ტაიბაში აღმოაჩინეს, რომელიც ქალაქებს – აფულასა და ბეიტ-შეანს, შორის მდებარეობს.

დოქტორმა ვალიდ ატრაშმა, ისრაელის სიძველეთა სამსახურიდან განაცხადა: “ეს აღმოჩენა სოფელ ეტ-ტაიბაში ბიზანტიური ტაძრის არსებობის პირველი ფაქტია. ის ავსებს სხვა აღმოჩენებს, რომლებიც ამ რეგიონში მცხოვრები ქრისტიანების საქმიანობაზე მოწმობენ”. მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქვა “გადამუშავებულია” და ის უფრო ადრინდელი ნაგებობიდან (რომლის ნანგრევებიც ასევე აღნიშნულ სოფელში აღმოაჩინეს) გადმოიტანეს ტაძარში.

ისრაელის სიძველეთა სამსახურის არქეოლოგმა, იარდენა ალექსანდრიმ თქვა: “ეს განსაკუთრებული აღმოჩენაა, რადგან წარწერა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რომ იგი ეკლესიას მიეკუთვნება და არა მონასტერს”. ეკლესიები მორწმუნეებს შესასვლელში ესალმებოდა და ლოცავდა, მონასტრები – არა. ამიტომ ცხადია, რომ წარწერა ეკლესიას ეკუთვნის, დასძენს არქეოლოგი, რომელიც ვარაუდობს, რომ აღნიშნული პერიოდის მონასტრები საკმაოდ ჩაკეტილი იყო გარე სამყაროსთვის. “ეს სოფლის ეკლესიაა და არა მონასტრის ტაძარი, რომელიც იმ დროს ხალხისთვის დახურული იყო”.

მანვე განაცხადა, რომ მოზაიკის იატაკზე გამოსახულია სიმბოლოები (ჯვარი და გეომეტრიული ფიგურები), რომლებსაც ქრისტიანები იყენებდნენ ტაძრების შესამკობად. არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელების, ცაჰი ლანგისა და კოჯან ჰაკუს სიტყვებით, “გათხრების პროცესში აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის არტეფაქტები, რომლებიც ნათელს ჰფენს ეტ-ტაიბას ისტორიას და მის სტატუსს ადგილობრივ დასახლებებს შორის”.

 

— წყარო: https://bit.ly/3v02oud

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων