02/11/2021 02/11/2021 ღირსი გერასიმე პელოპონესში, სოფელ ტრიკალაში დაიბადა. მამამისი დემეტრე ნოატარასთა ძველსა და მდიდარ გვარს ეკუთვნოდა. ყმაწვილმა გერასიმემ მშობლების სახლი დატოვა და სულიერი წინამძღვრის ძიებაში მოიარა მთელი საბერძნეთი, იყო კონსტანტინოპოლში, ათონზე, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ერთიხანობა მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ კი, ათონელი მამების კურთხევით, მოილოცა იერუსალიმი, სინას მთა, ეგვიპტე, სირია, იერუსალიმში დაბრუნდა და კანდელაკი იყო მაცხოვრის საფლავის...
02 Νοεμβρίου, 2021 - 18:29
Τελευταία ενημέρωση: 02/11/2021 - 18:50

ღირსი გერასიმე კეფალონიელი (+1579) – 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)

Διαδώστε:
ღირსი გერასიმე კეფალონიელი (+1579) – 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)

ღირსი გერასიმე პელოპონესში, სოფელ ტრიკალაში დაიბადა. მამამისი დემეტრე ნოატარასთა ძველსა და მდიდარ გვარს ეკუთვნოდა. ყმაწვილმა გერასიმემ მშობლების სახლი დატოვა და სულიერი წინამძღვრის ძიებაში მოიარა მთელი საბერძნეთი, იყო კონსტანტინოპოლში, ათონზე, სადაც დიდი სქემა შეიმოსა და ერთიხანობა მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ კი, ათონელი მამების კურთხევით, მოილოცა იერუსალიმი, სინას მთა, ეგვიპტე, სირია, იერუსალიმში დაბრუნდა და კანდელაკი იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარში. იერუსალიმის პატრიარქმა გერასიმე პელოპონოსელს ჯერ დიაკვნად, მერე მღვდლად ხელი დაასხა.

დიდმარხვისას მდინარე იორდანეს პირას წმინდა გერასიმეს მღვიმეში მოსაგრეობდა და შემდეგ განმარტოებული ცხოვრების მოსურნე – კრეტას გავლით კუნძულ ზეკინთეში დაბრუნდა, მთის წვერზე მღვიმეში დასახლდა. იქ განმარტოებულმა ხუთი წელი გაატარა და მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდა. შემდეგ წმინდა გიორგის მონასტერში გადასახლდა. ადგილობრივი გადმოცემით, იქ წმინდა ლაზარე მართლის ტაძარში მღვდლად მსახურობდა და წმინდა დიონისე ზეკინთელის სულიერი მამა იყო.

1559 წელს ის კუნძულ კეფალონიაზე გაემგზავრა და სოფელ სპილიის სიახლოვეს მღვიმეში დასახლდა. მასთან უამრავმა ადამიანმა დაიწყო სიარული რჩევებისა და კურთხევისთვის. დღეს ამ მღვიმეში ეკვდერია მოწყობილი და მასში შემორჩენილია წმინდანის ქვაში გამოკვეთილი საფლავი. რადგანაც სტუმრების რიცხვი იზრდებოდა, წმინდა გერასიმე 11 თვის შემდეგ ერთ მიყრუებულ ადგილას გადასახლდა, რომელსაც ომალას ეძახდნენ. იქ ნახევრად დანგრეული ტაძარი აღადგინა, რომელსაც ახალი იერუსალიმი უწოდა. აქვე ჩამოყალიბდა დედათა მონასტერი, სადაც ოცდახუთი მონაზონი მოღვაწეობდა. წმინდა გერასიმე 30 წელი ხელმძღვანელობდა მონასტერს, ცხოვრებას კი შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მას სასწაულქმედების მადლი მიეცა. მისი ლოცვით წვიმა მოდიოდა და სხვადასხვა სნეულებებისგან განკურნავდა ადამიანებს.

მან წინასწარ შეიტყო გარდაცვალების მოახლოება, მოიხმო სულიერი შვილები, უკანასკნელად დაარიგა და 1579 წლის 15 აგვისტოს, 71 წლის ასაკში, ღვთივგანისვენა. რადგანაც ის მარიამობას გარდაიცვალა, მისი ხსენება 16 აგვისტოს დადგინდა. 1581 წლის 20 ოქტომბერს, როცა წმინდანის საფლავი გახსნეს, სხეული უხრწნელი დახვდათ. ახლა ის ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული და უამრავ სასწაულს აღასრულებს, განსაკუთრებით ეშმაკეულები იკურნებიან. 1622 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მერე ღირსი გერასიმე ოფიციალურად შეირაცხა წმინდანად. იგი ითვლება კეფალონიის მფარველად და ხშირად გერასიმე ახალს, პელოპონესელს უწოდებენ.

karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων